ევროკავშირის საბჭომ სირიის რეჟიმთან დაახლოებულ ფიზიკურ და  იურიდიულ პირებს სანქციები დაუწესა
ევროკავშირის საბჭომ სირიის რეჟიმთან დაახლოებულ  ფიზიკურ და  იურიდიულ პირებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირის საბჭომ სირიის რეჟიმთან დაახლოებულ 11 ფიზიკურ და ხუთ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. აღნიშნულ პირთა შორის უძრავი ქონებით მოვაჭრე ბიზნესმენები არიან, რომლებიც ასადის ხელისუფლების მხარდაჭერით პროექტებს ახორციელებენ და თავადაც უწევდნენ დახმარებას ხელისუფლებას.

სიაში სულ 270 პირი და 72 კომპანია ფიგურირებს, რომელთაც საზღვარგარეთ მოგზაურობაზე შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათი აქტივები კი გაყინულია.

ევროკავშირის მიერ სირიისთვის დაწესებული სანქციები ინვესტიციების განხორციელებას და ნავთობზე ემბარგოს ითვალისწინებს. შემზღუდველი ზომები ბრიუსელმა პირველად 2011 წელს დააწესა. სასანქციო სია ეტაპობრივად ფართოვდება