ევროკავშირის ლიდერებმა ევროპის ეკონომიკური ზონის 25 წლისთავი აღნიშნეს
ევროკავშირის ლიდერებმა ევროპის ეკონომიკური ზონის 25 წლისთავი აღნიშნეს

ევროკავშირის ლიდერებმა ნორვეგიასთან, ისლანდიასთან და ლიხტენშტეინთან ერთად ევროპის ეკონომიკური ზონის 25 წლისთავი აღნიშნეს. ევროკავშირის წარმომადგენლებთან სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა შეთანხმების უპირატესობებზე ისაუბრა.

„ევროპის ეკონომიკური ზონა არ არის მოკლევადიანი ტრანზაქცია, ეს გრძელვადიანი პარტნიორობაა, სადაც ყველას თავისი წვლილი აქვს და ყველა მოგებულია. აღორძინებული ნაციონალიზმისა და ავტორიტარიზმის დროს, რომელშიც გეოპოლიტიკური დაძაბულობები ჩვენი მოქალაქეებისთვის რეალურ საფრთხეს ქმნიან, თქვენ მტკიცედ დადექით სიბრძნის, კანონის უზენაესობის, თანამშრომლობისა და ჩვენს ხალხებს შორის ღრმა ინტეგრაციის მხარეს“, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

ევროპის ეკონომიკური ზონა, რომელიც  1994 წელს შეიქმნა, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, ევროკავშირის ერთიან ბაზარზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს.