ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 16 ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგ გამოვიდა #1TVSPORT
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 16 ევროპის სუპერლიგის წინააღმდეგ გამოვიდა #1TVSPORT

ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა ფეხბურთში ევროპის სუპერლიგის პროექტის წინააღმდეგ გამოვიდა.

27 წევრი ქვეყნიდან 16-მა ამის შესახებ წერილობით აცნობა ევროკავშირის სასამართლოს, რომელიც მადრიდის სასამართლოს მოთხოვნის თანახმად იკვლევს – აქვთ თუ არა უეფა-სა და ფიფა-ს მსოფლიო ფეხბურთზე სრული კონტროლის უფლება.

სუპერლიგის წინააღმდეგ გამოვიდნენ ესპანეთი და იტალია – ქვეყნები, საიდანაც არის ის სამი კლუბი, რომლებსაც სუპერლიგის პროექტზე უარი არ უთქვამთ: „რეალი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსი“. ელოდებიან, რომ მალე სუპერლიგის წინააღმდეგ თავის პოზიციას გერმანიაც დააფიქსირებს.

ვარაუდობენ, რომ ევროპული სასამართლო საჯარო მოსმენას ამ საკითხთან დაკავშირებით 2022 წლის პირველ ნახევარში გამართავს, გადაწყვეტილებას კი ამ მოსმენიდან რამდენიმე თვეში გამოიტანენ.