ევროკავშირი სომხეთს რეფორმების განსახორციელებლად 800 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი სომხეთს რეფორმების განსახორციელებლად 800 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი სომხეთს რეფორმების განხორციელებაში მხარს დაუჭერს. სპეციალურად ამისთვის, ევროპული გაერთიანება სომხეთისთვის შვიდი წლის განმავლობაში 800 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა ერევანში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

როგორც ცნობილია, 800 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტები და გრანტები რამდენიმე სფეროში, მათ შორის ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის და ტრანსპორტის გაუმჯობესებისთვის დაიხარჯება. ამასთან, ევროკავშირის დახმარებით სომხეთში განათლების სფეროში გარკვეული რეფორმები ჩატარდება.

იოჰანეს ჰანის განმარტებით, ერევანი და ევროკავშირი უკვე დღეიდან იწყებენ 300 მილიონი ევროს ოდენობის პროგრამის რეალიზებას.

დატოვე კომენტარი