ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, დაბრუნდეს „მარცვლეულის შეთანხმებაში“. განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

„რუსეთის გადაწყვეტილება, მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რისკის ქვეშ აყენებს მარცვლეულის ექსპორტის მთავარ მარშრუტს. ევროკავშირი დაჟინებით მოუწოდებს რუსეთს, უკან წაიღოს გადაწყვეტილება და დაბრუნდეს მარცვლეულის შეთახმებაში“, – განაცხადა ბორელმა.

შეგახსნებეთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა.