ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელებს

ევროკავშირი აზოვის ზღვაში ვითარების ესკალაციასთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმსჯელებს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესმდივანმა, მაია კოსიანჩიჩმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა

მისივე თქმით, ევროკავშირი რეგიონში შექმნილ ვითარებას აკვირდება.

ევროკავშირის წარმომადგენლლის განცხადებით, პეტრო პოროშენკომ ევროკავშირს აცნობა, რომ საომარი მდგომარეობა უკრაინაში სამოქალაქო თავისუფლებებს არ შეზღუდავს.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირს ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ ძალის გამოყენების გამო, სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.