ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება
ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზის მშენებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულთან ერთად გააჟღერა ინფორმაცია, რომ ევრობასკეტ 2021 -თვის ახალი დარბაზის მშენებლობა 2021 წლის მაისში დასრულდება.

პროცესი უკვე დაწყებულია და თბილისის ოლიმპიური სასახლის მიმდებარე ტერიტირიაზე სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. მშენებლობაზე ვალდებულება ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ აიღო, რომელიც დათქმულ ვადებში ახალ დარბაზს ააშენებს.

ბრიფინგზე შალვა გოგოლაძემ ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები შედის სპორტსმენების ანაზღაურების საკითხშიც. ის ათლეტები, რომლებიც მსოფლიო რეკორდს დაამყარებენ, სახელმწიფოსგან სოლიდური ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.