ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩები - იტალიამ რუსეთს შანსი არ დაუტოვა
ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩები - იტალიამ რუსეთს შანსი არ დაუტოვა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩები გამართეს სხვა გუნდებმაც. ტურნირის ერთერთმა მასპინძელმა იტალიამ რუსეთს უმასპინძლა და დიდი ანაგრიშით 83-64 დაამარცხა. იტალიელებმა მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს. ამავე B ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიამ საკუთარ არენაზე ესტონეთთან 72-81 წააგო.

A ჯგუფში პოლონეთმა ისრაელი საკუთარ კედლებში მიიღო და 4 ქულის სხვაობით 71-75 წააგო. ესპანელებმა კი რუმინეთი უპრობლემოდ 71-84 სტუმრად დაამარცხეს.

ფინეთი – სერბეთი 58-80

უნგრეთი – სლოვენია 77-75

ავსტრია – უკრაინა 73-88