ევრობასკეტის მერვედფინალში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საფრანგეთს ამარცხებს #1TVSPORT
ევრობასკეტის მერვედფინალში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები საფრანგეთს ამარცხებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტის მერვედფინალური ეტაპის მატჩს საფრანგეთის წინააღმდეგ ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი მეტოქეს 38:37 ამარცხებს.

ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და პირველი მეოთხედი 24:20 მოიგო. განსაკუთრებით აქტიურები და შედეგიანები იყვნენ კამარ ბოლდუინი და გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია.

მეორე მეოთხედში გუნდებმა უფრო აგრესიული დაცვის თამაში დაიწყეს და ქულების მოპოვება გართულდა. ამ პერიოდში საფრანგეთმა 17:14 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო 14 ქულით კამარ ბოლდუინი იყო, 13 ქულა ჰქონდა თორნიკე შენგელიას, კაპიტანმა თამაშიდან 5-დან 5 ტყორცნა გამოიყენა, ასევე ჩააგდო 2 საჯარიმო. 6 ქულით დაასრულა ტაიმი სანდრო მამუკელაშვილმა.

ამ წყვილში გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება.