ევრობასკეტის B დივიზიონი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ევრობასკეტის B დივიზიონი | საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართა და 84:92 დამარცხდა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდის რიგებში საუკეთესო 17 ქულით ალექსანდრე დაუშვილი იყო, 16 ქულა ჰქონდა თენგო გოგიშვილს, ხოლო 15 – ანრი ბელთაძეს.

სამი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი გამარჯვება და ორი მარცხია. მომდევნო ტურის მატჩს ტუღუშის გუნდი 15 ივლისს დანიასთან ჩაატარებს.

ევრობასკეტის B დივიზიონის მატჩებს სომხეთის დედაქალაქი ერევანი მასპინძლობს.