ევრობასკეტი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT
ევრობასკეტი | საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა და A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა #1TVSPORT

თბილისიში მიმდინარე 16-წლამდე კალათბურთელთა ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის განაგრძობს ბრძოლას. ქართველი ჭაბუკები ისრაელის ნაკრებს შეხვდნენ და 70:66 დაამარცხეს.

ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, 15 აგვისტოს კი მე-9 ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში ფინეთსა და საბერძნეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ისრაელთან მატჩში სანდრო შერვაშიძემ ორმაგი დუბლი შეასრულა (11 ქულა, 10 მოხსნა), 10-ქულიანი ზღვარი კიდევ სამმა კალათბურთელმა გადალახა – დავით ტრაპაიძემ (11 ქულა, 6 მოხსნა), ლუკა პაჭკორიამ (14) და საბა პატაშურმა (10).