ევრობასკეტი 2025 | თურქეთის ნაკრებმა ტურნირისთვის წინასწარი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
თურქეთის კალათბურთის ფედერაციამ ევრობასკეტი 2025-ისთვის 16-კაციანი წინასწარი განაცხადი გამოაქვეყნა. შემადგენლობაში როგორც გამოცდილი მოთამაშეები, ისე ახალგაზრდა კალათბურთელები მოხვდნენ.
ნაკრების ლიდერია ჰიუსტონ „როკეტსის“ ცენტრალური თავდამსხმელი ალფერენ შენგუნი.
გუნდის ერთ-ერთი საინტერესო სახეა „ფილადელფიის“ ფორვარდი ადემ ბონა, რომელსაც თურქეთის ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ექნება.
თურქეთის ნაკრებს კვლავ დაეხმარება ევროლიგის ვარსკვლავი შეინ ლარკინი, რომელიც 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
თურქეთის 16-კაციანი წინასწარი შემადგენლობა ასე გამოიყურება:
ადემ ბონა („ფილადელფია“), ალფერენ შენგუნი („ჰიუსტონ როკეტსი“), ბერკ უღურლუ („ბეშიქთაში“), ჩედი ოსმანი („პანათინაიკოსი“), ერცან ოსმანი („ანადოლუ ეფესი“), ერკან ილმაზი („ანადოლუ ეფესი“), ფურკან კორკმაზი („ბაჰჩეშეჰირ კოლეჯი“), ქენან სიფაჰი („ბაჰჩეშეჰირ კოლეჯი“), ონურალფ ბითიმი („ბაიერნი“), ომერ იურცევენი („პანათინაიკოსი“), მაქსიმ მუტაფი („ბაჰჩეშეჰირ კოლეჯი“), სერტაჩ სანლი („ფენერბაჰჩე“), შეინ ლარკინი („ანადოლუ ეფესი“), შევმუს ჰაზერი („ბაჰჩეშეჰირ კოლეჯი“), იიგით არსლანი („ბეშიქთაში“), იიგითჯან საიბირი („ტოფაში“).
თურქეთი ევრობასკეტის A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც სერბეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, პორტუგალიისა და ლატვიის ნაკრებებიც ითამაშებენ. შეხვედრებს რიგა უმასპინძლებს.