ევრობასკეტი 2025 | თურქეთის ნაკრებმა შვედეთი დაამარცხა და ტურნირის პირველი მეოთხედფინალისტია [ვიდეო] #1TVSPORT

ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2025 წლის ევრობასკეტის პლეი ოფი დაიწყო. მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა შვედეთი 85:79 დაამარცხა.

ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები თამაშის გათვალისწინებით, მატჩის პირველი ტაიმი მოულოდნელი სცენარით განვითარდა და შვედეთმა 42:37 მოიგო, თუმცა მეორე ნახევარში თურქეთი გააქტიურდა და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.

თურქების რიგებში საუკეთესო გუნდის ლიდერი ალპერენ შენგუნი იყო, მან 24 ქულასა და 16 მოხსნას მოუყარა თავი, ხოლო შვედეთის ნაკრებიდან გამორჩეული 16 ქულით ლუდვიგ ჰაკანსონი გახლდათ.

თურქეთის ეროვნული გუნდის მეტოქე მეოთხედფინალში ბოსნია-ჰერცეგოვინასა და პოლონეთს შორის გამარჯვებული იქნება.