ევრობასკეტი 2025 | თურქეთის ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა და A ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა #1TVSPORT
2025 წლის ევრობასკეტზე A ჯგუფის მატჩები დასრულდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში თურქეთის ნაკრებმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სერბეთი 93:90 დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა.
თურქეთის ნაკრების რიგებში საუკეთესო 28 ქულით ალპერენ შენგუნი გახლდათ, მის ანგარიშზე ასევე იყო 13 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა. 22 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა სერბეთის ნაკრების ლიდერს, ნიკოლა იოკიჩს.
თურქეთის ნაკრები მერვედფინალში შვედეთს შეხვდება, ხოლო სერბეთი ფინეთს დაუპირისპირდება.