ევრობასკეტი 2025 | თურქეთის ნაკრებმა პოლონეთი დაამარცხა და ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტის მეოთხედფინალურ ეტაპზე თურქეთის ნაკრებმა პოლონეთი 91:77 დაამარცხა და ტურნირის პირველი ნახევარფინალისტი გახდა.
თურქეთის ეროვნული გუნდის რიგებში საუკეთესო ალპერენ შენგული იყო, საკუთარი ნაკრების ლიდერმა შეხვედრა სამმაგი დუბლით დაასრულა – 19 ქულა, 11 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა. შენგუნი ევრობასკეტების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა.
ნახევარფინალში თურქეთის მეტოქე საბერძნეთსა და ლიეტუვას შორის გამარჯვებული იქნება.