ევრობასკეტი 2025 | თურქეთის ნაკრებმა A ჯგუფის მასპინძელი ლატვია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
2025 წლის ევრობასკეტის პირველ სათამაშო დღეს A ჯგუფის მასპინძელი ლატვიის ნაკრები თურქეთთან 73:93 დამარცხდა.
თურქეთის ნაკრების შემადგენლობაში საუკეთესო 20 ქულით ჩედი ოსმანი გახლდათ, 19 ქულა ჰქონდა კენან სიპაჰს, ხოლო 16 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა მატჩი გუნდის ლიდერმა, ალეპერენ შენგუნმა. ლატვიელთა რიგებში ყველაზე მეტი, 16 ქულა რიჰარდს ლომაზმა დააგროვა.
ჯგუფში თურქეთის ნაკრების მთავარი კონკურენტი – სერბეთის ეროვნული გუნდი თავის პირველ მატჩს მოგვიანებით ესტონეთთან ჩაატარებს.