ევრობასკეტი 2025 | სლოვენიის ნაკრებმა იტალიას სძლია და მეოთხედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT
სლოვენიის ნაკრებმა იტალია დაამარცხა და 2025 წლის ევრობასკეტის მეშვიდე მეოთხედფინალისტი გახდა – 84:77.
სლოვენიელთა გამარჯვება დიდწილად ლუკა დონჩიჩის შესანიშნავმა თამაშმა განაპრობა, „ლეიკერსის“ ვარსკვლავმა 42 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში, ხოლო იტალიის რიგებში 22 ქულა ჰქონდა სიმონე ფონტეკიოს.
სლოვენია ევრობასკეტის მეოთხედფინალში გერმანიას შეხვდება, ხოლო მათ შორის გამარჯვებული ნახევარფინალში საქართველოსა და ფინეთს შორის უძლიერესს დაუპირისპირდება.