ევრობასკეტი 2025 | სერბეთის ნაკრებმა საქართველოს მეტოქე კვიპროსი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | სერბეთის ნაკრებმა საქართველოს მეტოქე კვიპროსი დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT

სერბეთის საკალათბურთო ნაკრებმა ლიმასოლში გამართულ ამხანაგურ მატჩში მოახლოებულ ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქე კვიპროსი დიდი ანგარიშით, 122:55 დაამარცხა.

სერბეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამდენიმე ლიდერი დაასვენა – ბოგდან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოკიჩი, სტეფან იოვიჩი, ვასილიზე მიციჩი და ნიკოლა მილუტინოვი. ერთი დღით ადრე, ლიდერებთან ერთად, სერბეთმა საბერძნეთის ნაკრებს 76:66 მოუგო.

პეშიჩმა მოედანზე ახალგაზრდა მოთამაშეები გამოიყვანა, ხოლო მასპინძელი კვიპროსი სათამაშოდ საბრძოლო შემადგენლობით იყო გასული.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და კვიპროსის ნაკრებების მატჩი 2 სექტემბერს გაიმართება.