ევრობასკეტი 2025 | სერბეთის ნაკრებმა ჩეხეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
ევრობასკეტის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, სერბეთის ნაკრებმა მეოთხე ტურის მატჩი ჩეხეთთან ჩაატარა და 82:60 გაიმარჯვა.
სერბეთის რიგებში საუკეთესო 14 ქულით ალექსა ავრამოვიჩი იყო, ხოლო დანარჩენი ქულები გუნდის წევრებმა თანაბრად გაინაწილეს. ჩეხეთის შემადგენლობაში კი გამორჩეული ბოჰაჩიკი გახლდათ 12 ქულით.
ოთხი ტურის შემდეგ სერბეთს ოთხიდან ოთხი გამარჯვება აქვს, ხოლო ჩეხეთისთვის ეს მარცხი ევრობასკეტზე მეოთხე იყო.