ევრობასკეტი 2025 | სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა ფინეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სვეტისლავ პეშიჩმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
სერბები 21 თებერვალს სტუმრად ფინეთის ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო 24 თებერვალს ბელგრადში საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ.
სერბეთის ნაკრებს მოახლოებულ ევრობასკეტზე მონაწილეობის უფლება უკვე მოპოვებული აქვს, პეშიჩის გუნდმა 4-დან 4 მატჩი მოიგო. მიუხედავად ამისა, მთავარმა მწვრთნელმა გუნდში ევროლიგის გუნდების კალათბურთელებიც მიიწვია, რადგან მაქსიმალური შედეგის მიღწევა და წილისყრის წინ უკეთესი განთესვის მოპოვება სურს.
ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი შეხვედრებისთვის ცნობილია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაც. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდის მთავარი ამოცანაა, 21 თებერვალს თბილისში დანია დაამარცხოს, რის შემდეგაც სერბეთთან მატჩს ფორმალური ხასიათი ექნება. სკანდინავიელებთან წარმატების შემთხვევაში საქართველო კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეექვსედ იასპარეზებს.
სერთების ეროვნული გუნდის შემადგენლობა ფინეთთან და საქართველოსთან მატჩებისთვის:
ალეკსა ავრამოვიჩი (ცსკა, რუსეთი), სტეფან იოვიჩი („ვალენსია“, ესპანეთი), დუშან რისტიჩი („შალონი“, საფრანგეთი), ნიკოლა მილუტინოვი („ოლიმპიაკოსი“, საბერძნეთი), უროშ ტრიფუნოვიჩი („თოფასი“, თურქეთი), მარკო გუდურიჩი („ფენერბაჰჩე“, თურქეთი), დუშან ბესლაცი („ავტოდორი“, რუსეთი), უროშ პლავსიჩი („ბეშიქთაში“, თურქეთი), ალეკსა რადანოვი („ლეგია“, პოლონეთი), ბორისა სიმანიჩი („იგოკეა“, ბოსნია), სტეფან ლაზარევიჩი (ფმპ, სერბეთი), მიჰაილო პეტროვიჩი, ფილიპ იოვიჩი, ბოგოლუბ მარკოვიჩი („მეგა“, სერბეთი), ოგნიენ დობრიჩი, დეიან დავიდოვაცი, ფილიპ პეტრუშევი, ანდრეი კოსტიჩი („ცრვენა ზვეზდა“, სერბეთი), არიან ლაკიჩი, ბალსა კოპრივიცა, ალეკსეი პოკუშევსკი, მარიო ნაკიჩი („პარტიზანი“, სერბეთი), დუშან მილეტიჩი („სპარტაკი“, სერბეთი), ასიმ დიულოვიჩი („ბელგრადი“, სერბეთი).