ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცში პირველი ვარჯიში ჩაატარა. ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით, გუნდი ევრობასკეტისთვის ემზადება და ევროპის მასშტაბით საკონტროლო საწვრთნელ შეხვედრებში მონაწილეობს. ამ ეტაპამდე საქართველომ ლატვიაში – ორი, ხოლო ლიეტუვაში ერთი ამხანაგური მატჩი გამართა. მომდევნო შეხვედრა 14 აგვისტოს პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგაა დაგეგმილი.

ქალაქ სოსნოვიეცში გამართულ პირველ ვარჯიშში 15 ქართველი კალათბურთელი მონაწილეობდა. სესიის ძირითადი ნაწილი შეტევითი და დაცვითი კომბინაციების დამუშავებას დაეთმო.

პოლონეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია და კატოვიცეში ხუთ მონაწილე ქვეყანას მიიღებს. პოლონეთის ნაკრებმა ახლახან დაიმატა ამერიკელი გამთამაშებელი ჯორდან ლოიდი, რომელიც ევროლიგის ფინალში გასული „მონაკოს“ ერთ-ერთი ლიდერია.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, პოლონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში პირადი მიზეზების გამო ვერ ითამაშებს კაპიტანი თორნიკე შენგელია, „ბარსელონას“ მოთამაშე გუნდს ჩეხეთში შეუერთდება.

პოლონეთისა და საქართველოს მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.