ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების მეტოქემ, იტალიამ ამხანაგურ მატჩში ლატვია დაამარცხა #1TVSPORT
იტალიის საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ამხანაგურ მატჩში ლატვიას დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 91:75 გაიმარჯვა.
იტალიის ნაკრების რიგებში მოედანზე საუკეთესო 21 ქულით სიმონე ფონტეკიო იყო, 16 ქულა ჰქონდა ჯამპაოლო რიკის, ხოლო 13 – ნიკოლო მელის.
ჯანმარკო პოცეკოს გაწვრთნილი იტალიის ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქე იქნება. ჯგუფური ეტაპის მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის თამაშებს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ჩაატარებს. იტალიის გარდა, ჩვენი გუნდი საბერძნეთს, ესპანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და კვიპროსს შეხვდება.
ევრობასკეტის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.