ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ესპანეთმა მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო #1TVSPORT
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქემ, ესპანეთის ეროვნულმა გუნდმა მოსამზადებელ ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ჩეხეთი მალაგაში 87:73 დაამარცხა.
ესპანელებმა ევრობასკეტ 2025-ისთვის მოსამზადებელ ციკლში პირველი მატჩი მოულოდნელად პორტუგალიის გუნდთან 74:76 დათმეს.
ჩეხეთის ნაკრები მოედანზე ლიდერის, ტომაშ სატორანსკის გარეშე იყო და პირველ მეოთხედში ცხრა ქულით დაწინაურება მოახერხა, თუმცა ესპანეთმა მეთოდურად უპირატესობა მოიპოვა. მათ რიგებში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით ხოსეპ პუერტო იყო.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შეხვდებიან ერთმანეთს, მატჩი 28 აგვისტოს შედგება.