ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ კვიპროსს ამარცხებს #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ კვიპროსს ამარცხებს #1TVSPORT

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს მასპინძელ კვიპროსთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო 42:26 იგებს.

პირველი მეოთხედი დაბალშედეგიანი გამოვიდა და საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ორი ქულის სხვაობით მოიგო – 15:13. მეორე მეოთხედიც კვიპროსმა აქტიურად დაიწყო, თუმცა საქართველომ პერიოდის შუაში მოუმატა და საბოლოოდ 27:13 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო 18 ქულით კაპიტანი თორნიკე შენგელია იყო, მან ოთხიდან ოთხი სამქულიანი გამოიყენა, 10 ქულა ჰქონდა გოგა ბითაძეს.