ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მარცხდება #1TVSPORT
2025 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩს საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 35:47 მარცხდება.
პირველი მეოთხედი ბოსნია-ჰერცეგოვინამ 20:15 მოიგო, მეტოქე განსაკუთრებით აქტიური იყო სამქულიანის ხაზიდან, ხოლო მეორე მეოთხედი ბოსნია-ჰერცეგოვინის სასარგებლოდ 27:20 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების რიგებში 9 ქულა ჰქონდა გოგა ბითაძეს, 7 – სანდრო მამუკელაშვილს, 7 – კამარ ბოლდუინს, 6 – დუდა სანაძეს.