ევრობასკეტი 2025 | საქართველოს ნაკრები მერვედფინალის სათამაშოდ რიგაში ჩავიდა #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ლატვიის დედაქალაქ რიგაშია. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და პლეი ოფში საფრანგეთს შეხვდება.
ამ მატჩისთვის ქართველები შუადღისით ლიმასოლიდან რიგაში გადაფრინდნენ და „რედისონში“ დაბინავდნენ. ამ სასტუმროში ევრობასკეტის მონაწილე სხვა გუნდებიც ცხოვრობენ.
საქართველო-საფრანგეთის მერვედფინალური მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.