ევრობასკეტი 2025 | საფრანგეთის ნაკრებმა ტურნირისთვის საბოლოო, 12-კაციანი განაცხადი წარადგინა #1TVSPORT
საფრანგეთის კალათბურთელთა ნაკრებმა მოახლოებული ევრობასკეტისთვის გუნდის საბოლოო, 12-კაციანი შემადგენლობა წარადგინა.
საფრანგეთი, როგორც ყოველთვის, ტურნირის ფავორიტებს შორის იქნება, თუმცა ამჯერად მათი შემადგენლობა ძირითადად ახალგაზრდა მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.
ბოლო ევრობასკეტზე, 2022 წელს ფრანგები ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ, ხოლო კონტინენტის პირველობა მათ მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს აქვთ მოგებული.
მოახლოებულ ჩემპიონატზე საფრანგეთს ოთხი ვარსკვლავი არ ეყოლება – ვიქტორ ვემბანიამა („სან ანტონიო სპურსი“), რუდი გობერი („მინესოტა ტიმბერვულვზი“), ევან ფურნიე („ოლიმპიაკოსი“), მატიას ლესორი („პანათინაიკოსი“).
საფრანგეთის ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა:
ისაია კორდინიე („ანადოლუ ეფესი“, თურქეთი, ევროლიგა), ბილალ კულიბალი („ვაშინგტონ ვიზარდსი“, აშშ, NBA), სილვენ ფრანსისკო („ჟალგირისი“, ლიეტუვა, ევროლიგა), ჯეილენ ორდი („მაკაბი თელ-ავივი“, ისრაელი, ევროლიგა), მუჰამადუ ჟაიტე („დუბაი ბასკეტი“, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ევროლიგა), ტიმოთე ლუვავუ-კაბარო („ბასკონია“, ესპანეთი, ევროლიგა), თეო მალედონი („რეალი“, ესპანეთი, ევროლიგა), ელი ოკობო („მონაკო“, საფრანგეთი, ევროლიგა), ზაქარი რისაშერი („ატლანტა ჰოუქსი“, აშშ, NBA), ალექსანდრე სარი („ვაშინგტონ ვიზარდსი“, აშშ, NBA), მეთიუ სტრაზელი („მონაკო“, საფრანგეთი, ევროლიგა), გერშონ იაბუსელე („ნიუ იორკ ნიქსი“, აშშ, NBA).
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე D ჯგუფში ითამაშებს, მისი მეტოქეები ისლანდია, სლოვენია, პოლონეთი, ბელგია და ისრაელი იქნებიან.
ევროპის ჩემპიონატის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ, ტურნირი 27 აგვისტოს დაიწყება.