ევრობასკეტი 2025 | საფრანგეთის ნაკრებმა სლოვენია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტის ჯუფური ეტაპის მეორე წრის ცენტრალურ შეხვედრაში, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში საფრანგეთის ნაკრებმა სლოვენია 103:95 დაამარცხა.

საფრანგეთის ეროვნული გუნდის ლიდერი ქულათა მხრივ სილვიან ფრანსისკო იყო, მან 32 ქულა ჩააგდო. სლოვენიის ლიდერი კი ტრადიციულად ლუკა დონჩიჩი გახლდათ, მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავმა შეხვედრა 39 ქულით დაასრულა, მის ანგარიშზე ასევე იყო 8 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა.

D ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებს ორი ტურის შემდეგ ორი გამარჯვება აქვს, სლოვენია კი უკვე მეორედ დამარცხდა.