ევრობასკეტი 2025 | საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა და მოსამზადებელი მატჩების განრიგი ცნობილია #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა და მოსამზადებელი მატჩების განრიგი ცნობილია #1TVSPORT

საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების შემადგენლობა და ევრობასკეტისთვის მოსამზადებელი მატჩების განრიგი ცნობილია.

მოახლოებულ კონტიტენტის პირველობაზე საფრანგეთი წელს მთავარი ვარსკვლავების გარეშე გამოვა. სხვადასხვა მიზეზის გამო ევრობასკეტზე მონაწილეობას არ მიიღებენ ვიქტორ ვემბანიამა („სან ანტონიო სპურსი“), რუდი გობერი („მინესოტა ტიმბერვულვზი“), ევან ფურნიე („ოლიმპიაკოსი“) და მატიას ლესორი („პანათინაიკოსი“). ასევე, ნაკრებს აღარ შეუერთდებიან ნიკოლა ბატუმი და ნანდო დე კოლო, რომლებმაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულეს.

მიუხედავად ამ დანაკლისისა, საფრანგეთის შემადგენლობა მაინც საკმაოდ ძლიერია – მათ ჰყავთ NBA-ს არაერთი მოთამაშე, მათ შორის გასული წლის დრაფტის პირველი ორი არჩევანი – ზაქარი რისაშერი და ალექს სარი. გამოცდილი მოთამაშეები – გერსონ იაბუსელე და ისაია კორდინიე კი მნიშვნელოვანი ფიგურები იქნებიან.

საფრანგეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

ისაია კორდინიე („ანადოლუ ეფესი“), ბილალ კულიბალი („ვაშინგტონ უიზარდსი“), მუსა დიაბატე („შარლოტ ჰორნეტსი“), უსმან დიენგი („ოკლაჰომა სიტი თანდერი“), სილვაინ ფრანსისკო („ჟალგირისი“), ნადირ ჰიფი („პარიზი“), ჯეილენ ჰოარდი („მაკაბი თელ ავივი“), მუჰამედუ ჯაიტე („დუბაი ბასკეტი“), ტიმოთი ლუავუ-კაბარო („ბასკონია“), თეო მალედონი („რეალ მადრიდი“), ფრანკ ნტილიკინა („პარტიზანი“), ელი ოკობო („მონაკო“), ვენსან პუარიე („ანადოლუ ეფესი“), ზაქარი რისაშერი („ატლანტა ჰოუქსი“), ალექსანდრ სარი („ვაშინგტონ უიზარდსი“), მატიე სტრაზელი („მონაკო“), გერშონ იაბუსელე („ნიუ იორკ ნიქსი“).

საფრანგეთის ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ერთი ამხანაგური მატჩი უკვე ჩაატარა, ევროპის 2013 წლის ჩემპიონმა მონტენეგროს ნაკრები 81:75 დაამარცხა. ევროპის ჩემპიონატამდე ფრანგები ასევე შეხვდებიან დიდ ბრიტანეთს (8 აგვისტო), ორჯერ – ესპანეთს (14 და 16 აგვისტო) და ერთხელ – საბერძნეთს (24 აგვისტო).

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში ითამაშებს, მისი მოწინააღმდეგეები ბელგია, სლოვენია, ისრაელი, პოლონეთი და ისლანდია იქნებიან. ჯგუფის შეხვედრები პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში ჩატარდება.

საფრანგეთის ნაკრების განრიგი ევროპის ჩემპიონატზე:

28 აგვისტო | საფრანგეთი – ბელგია
30 აგვისტო | საფრანგეთი – სლოვენია
31 აგვისტო | საფრანგეთი – ისრაელი
2 სექტემბერი | საფრანგეთი – პოლონეთი
4 სექტემბერი | საფრანგეთი – ისლანდია

2025 წლის ევროპის ჩემპიონატის მატჩებს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. ტურნირი 27 აგვისტოს დაიწყება და 14 სექტემბერს დასრულდება.