ევრობასკეტი 2025 | საბერძნეთმა ლიეტუვა დაამარცხა და ნახევარფინალში თურქეთს შეხვდება [ვიდეო] #1TVSPORT
საოცარი ატმოსფერო იყო რიგაში საბერძნეთისა და ლიეტუვის მატჩზე. 15-ათასიანი დარბაზი ლიეტუველებმა გაავსეს, ხმაურიანი წითელ-ყვითელ-მწვანე ტრიბუნები ლამაზი სანახავი იყო.
ქომაგებით შეგულიანებილმა ლიეტუველებმა თამაში კარგად დაიწყეს, 7:0 გაიქცნენ, თუმცა ამის შემდეგ ამოქმედდა ბერძნული მანქანა – იანის ანტეტოკუნმპო, ბერძნებს 10-ქულიანი უპირატესობა მოაპოვებინა და ბალტიისპირელებს თამაშის შემოტრიალების საშუალება ბოლო წამებამდე არ მისცა.
ერთი კაცი თამაშს ვერ მოიგებს, თუნდაც ეს ანტეტოკუნმპო იყოს, მით უმეტეს, როდესაც მეტოქე ლიეტუვაა. იანისს თანაგუნდელებმაც კარგად აუბეს მხარი. მათ საწყის სამ პერიოდში 9 სამქულიანი ჩააგდეს, მაშინ როცა ლიეტუვამ მხოლოდ 6 სამიანი გამოიყენა. საბოლოოდ 87:76 საბერძნეთის სასარგებლოდ.
ლიეტუვაში 24 ქულითა და 15 მოხსნით იონას ვალანჩუნასი გამოირჩა, რომელმაც 14 საკუთარ ფარზე მოხსნა. ეს კარგად მიგვანიშნებს, როგორ იცავდნენ თავიანთ ფარს ბერძნები.
იანის ანტეტოკუნმპომ კი მატჩი 29 ქულით დაასრულა.
საბერძნეთისა და თურქეთის ნახევარფინალი 12 სექტემბერს გაიმართება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.