ევრობასკეტი 2025 | პოლონეთის ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინა დაამარცხა და ტურნირის მეხუთე მეოთხედფინალისტია #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025-ზე მერვედფინალური ეტაპი გრძელდება. პოლონეთის ნაკრებმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნული გუნდი 80:72 დაამარცხა და ტურნირის მეხუთე მეოთხედფინალისტია.
პოლონელთა რიგებში საუკეთესო 28 ქულით ჯორდან ლოიდი იყო, 19 ქულა ჰქონდა მატეუშ პონიტკას. რაც შეეხება ბოსნია-ჰერცეგოვინას, გამორჩეული გახლდათ იუსუფ ნურკიჩი – 20 ქულა, 7 მოხსნა.
პოლონეთის ნაკრები ევრობასკეტის მეოთხედფინალში თურქეთს შეხვდება.