ევრობასკეტი 2025 | პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები თბილისში ფინეთთან ორქულიანი სხვაობით მარცხდება #1TVSPORT
თბილისი არენაზე ევრობასკეტი 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ფინეთთან 38:40 მარცხდება.
შეხვედრა დარბაზში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამო 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო. პირველი მეოთხედი ფინეთმა 21:17 მოიგო, მეორე მეოთხედი კი ჩვენი გამარჯვებით 21:19 დასრულდა.
მეტოქე გუნდის კალათბურთელები ძირითადად სამქულიანის ხაზიდან ცდილობდნენ შეტევას. მათ რიგებში 8 ქულით საუკეთესო ოლივიერ ნკამუა იყო. საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი, 14 ქულა კამარ ბოლდუინმა შესძინა, ხოლო თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 9 ქულაა.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს ამ გუნდებმა ფინეთში ითამაშეს და ის შეხვედრა საქართველომ 90:83 მოიგო.