ევრობასკეტი 2025 | პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან მარცხდება #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან მარცხდება #1TVSPORT

ევრობასკეტის მეოთხედფინალში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ფინეთს ეთამაშება. პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენი გუნდი 40:57 მარცხდება.

პირველ მეოთხედში ფინელმა კალათბურთელებმა 6 სამქულიანი ჩააგდეს და 28:15 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე მეოთხედში 29:25 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში საუკეთესო 12 ქულით თორნიკე შენგელია იყო, 9 ქულა ჰქონდა გოგა ბითაძეს, 9 – დუდა სანაძეს, 8 – სანდრო მამუკელაშვილს.