ევრობასკეტი 2025 | ლიეტუვის ნაკრებმა მონტენეგრო დიდი ანგარიშით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტის მეორე ტურის შეხვედრაში B ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლიეტუვის ნაკრებმა მონტენეგრო დიდი ანგარიშით, 94:67 დაამარცხა.

ლიეტუველთა შემადგენლობაში საუკეთესო 21 ქულით როკას იაკუბაიტისი იყო, ხოლო გუნდის ვეტერანმა, იონას ვალანჩუნასმა 19 ქულა ჩაიწერა აქტივში. მონტენეგროს შემადგენლობაში 20 ქულითა და 10 მოხსნით ნიკოლა ვუჩევიჩი გახლდათ გამორჩეული.

ამავე ჯგუფში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გერმანიამ შვედეთი 105:83 დაამარცხა. ორი ტურის შემდეგ ლიეტუვისა და გერმანიის ანგარიშზე ორი მოგებაა. B ჯგუფის კიდევ ორი წარმომადგენელი, მასპინძელი ფინეთი და დიდი ბრიტანეთი მოგვიანებით ითამაშებენ.