ევრობასკეტი 2025 | ლიეტუვამ მასპინძელი ლატვია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტის მესამე მერვედფინალურ შეხვედრაში ლიეტუვის ნაკრებმა მასპინძელი ლატვია 88:79 დაამარცხა და მეოთხედფინალში ითამაშებს.

ლიეტუველებმა პირველი მეოთხედი 10 ქულით (28:18) მოიგეს და თამაშის ბოლომდე უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

მათ რიგებში ორმა კალათბურთელმა ორმაგი დუბლი შეასრულა – არნას ველიჩკამ 21 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, აზულას ტუბელისმა, 18 ქულასთან ერთად, 12 მოხსნას მოუყარა თავი, 18 ქულა კი დევიდას სირვიდისის ანგარიშზეა.

მასპინძელთაგან საუკეთესო კრისტაპს პორზინგისი იყო, რომელმაც 34 ქულა და 19 მოსხნა მიითვალა, 20-ქულიანი ზღვარი რიჩარდ ლიმასმაც გადალახა (21 ქულა), მაგრამ თამაშის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.