ევრობასკეტი 2025 | იტალიისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში იტალიასთან ატარებს. პირველი ტაიმის შემდეგ შეხვედრაში ფრეა – 32:32.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი პასიურად დაიწყო და პირველ მეოთხედში მხოლოდ 10 ქულა ჩააგდო, ხოლო 18 ქულა მიიღო, თუმცა მეორე პერიოდიდან ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ტემპს მოუმატა, დაცვაშიც აქტიურ პრესინგს მიმართა და წინ გასვლაც მოახერხა. იტალიელებმა ანგარიში მხოლოდ პერიოდის მიწურულს გაათანაბრეს.
გოგა ბითაძეს პირველ ტაიმში 9 ქულა ჰქონდა, მატჩის მეორე მეოთხედში გააქტიურებულმა კამარ ბოლდუინმა გუნდს ასევე 9 ქულა შესძინა, ხოლო სანდრო მამუკელაშვილმა 8 ქულა ჩააგდო.