ევრობასკეტი 2025 | იტალიის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში ესპანეთი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტის მეოთხე ტური C ჯგუფში იტალიისა და ესანეთის მატჩით დასრულდა. ამ შეხვედრას საქართველოს ნაკრებისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა: წაგების შემთხვევაში ესპანეთს დარჩებოდა 2 მოგება და ბოლო ტურის თამაში ფავორიტ საბერძნეთთან. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საქართველოს ნაკრებს უჩნდებოდა შანსი, ჯგუფიდან ორი მოგებით გასულიყო, რადგან ურთიერთშეხვედრა ესპანეთთან მოგებული აქვს.

იტალია-ესპანეთის მატჩი უცნაურად დაიწყო – ესპანელები 13:0 დაწინაურდნენ, თუმცა იტალიამ ტრადიცია არ დაარვია და მესამე პერიოდში უპირატესობის მოპოვება მოახერხა. საქართველოსთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ეს უპირატესობა საკმარისი აღმოჩნდა ბოლო წუთების მშვიდად ჩასატარებლად, ესპანეთთან კი გამარჯვებულის ბედი უკანასკნელ წამებზე გადაწყდა.

ბოლო წუთზე ესპანეთი 63:62-ს იგებდა, რის შემდეგაც სპისუმ სამი საჯარიმო ჩააგდო, რიჩიმ ერთი მიაყოლა და იტალიამ 67:63 გაიმარჯვა.

 

2 სექტემბერი

საბერძნეთი 77:80 ბოსნია-ჰერცეგოვინა

კვიპროსი 61:93 საქართველო

იტალია 67:63 ესპანეთი

 

4 სექტემბერი

ბოსნია-ჰერცეგოვინა VS საქართველო

იტალია VS კვიპროსი

ესპანეთი VS საბერძნეთი