ევრობასკეტი 2025 | იანის ანტეტოკუნმპოს ლიდერობით საბერძნეთის ნაკრებმა იტალიას სძლია [ვიდეო] #1TVSPORT

კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გაიმართა საქართველოს ნაკრების ორი მეტოქის შეხვედრა – საბერძნეთი იტალიას დაუპირისპირდა და 75:66 დაამარცხა.

ბერძნებმა თავიდანვე მოიპოვეს მცირე უპირატესობა და, იტალიის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ბოლომდე შეინარჩუნეს.

საბერძნეთის ნაკრებში დომინირებდა იანის ანტეტოკუნმპო, რომელმაც მატჩი საბოლოოდ 31 ქულით დაასრულა. მის გარდა, 10 ქულამდე ვერცერთი მისი თანაგუნდელი ვერ ავიდა.

იტალიის ნაკრებში 14 ქულით ნიკოლო მელი გამოირჩა, ხოლო სალიუ ნიანგს 11 ქულა ჰქონდა.

C ჯგუფში თითო მოგება აქვთ საქართველოს, საბერძნეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას. 29 აგვისტოს ჩვენს ჯგუფში დასვენებაა, 30-ში კი საქართველო იტალიას დაუპირისპირდება (16 საათზე), კვიპროსი – საბერძნეთს (19:15), ესპანეთი – ბოსნიას (22:30).