ევრობასკეტი 2025 | გოგა ბითაძე - გვჯერა ერთმანეთის და სწორედ ამან გაგვამარჯვებინა #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | გოგა ბითაძე - გვჯერა ერთმანეთის და სწორედ ამან გაგვამარჯვებინა #1TVSPORT

ევრობასკეტის გახსნით მატჩში საქართველოს ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ ესპანეთთან დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, 15 ქულა ჩააგდო და გამოცდილი მეტოქეები ჩვენს ფარს არ გააკარა. საქართველომ კი ესპანეთი 83:69 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ გოგამ ესპანეთთან თამაშზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი ძლიერი მეტოქის დამარცხება შეუძლია. დიდი ხანია, ამას ვამბობთ და ესპანეთთან მატჩში კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ. გვაქვს ჩვენი გუნდის რწმენა, გვჯერა ერთმანეთის და სწორედ ამან გაგვამარჯვებინა. ეს ბოლომდე უნდა შევინარჩუნოთ და აუცილებლად მოგვიტანს შედეგს“.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართველ გულშემატკივარზე.

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს. კვიპროსში ჩვენს საქომაგოდ ძალიან ბევრი ქართველი ჩამოვიდა. ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს მოგება უმთავრესად მათი დამსახურებაა.

აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ბოლო დროს ჩვენი გუნდის ბევრს არ სჯეროდა, არაერთი უარყოფითი კომენტარი იყო. ჩვენ ყველაფერი ვიცით, გვესმის და ეს დამატებით მოტივაციად გამოვიყენეთ“.