ევრობასკეტი 2025 | გიორგი შერმადინი - ვიცით, მოლოდინი დიდია, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 2025 წლის ევრობასკეტისთვის ლატვიის ქალაქ იურმალაში ემზადება. მთავარი მწვრთნელის, ალექსანდრ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით „ჯვაროსნები“ სრული შემადგენლობით ვარჯიშობენ.
საქართველო: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, სანდრო სანაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი სულაბერიძე, ლუკა მაზიაშვილი, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე.
„განწყობა არაჩვეულებრივია. ლატვიაში უკვე ხუთი ვარჯიში გავმართეთ, 4 აგვისტოს კი პირველი ამხანაგური შეხვედრა გველის. სწორედ სატესტო მატჩებში მოგვეცემა საშუალება, შევაფასოთ ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. საკმარისი დროა საიმისოდ, რომ ევრობასკეტს მომზადებულები შევხვდეთ“, – აღნიშნა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ბექა ბურჯანაძემ.

გიორგი შერმადინმა გულშემატკივრის მოლოდინზე გაამახვილა ყურადღება:
„იურმალაში ძალიან კარგ პირობებში ვემზადებით, რისთვისაც მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას. კარს მოგვადგა ევროპის ჩემპიონატი, რომელზეც საქართველოს ნაკრები უკვე მეექვსედ ითამაშებს. ვიცი, რომ ძალიან დიდი მოლოდინია და, იმედია, რომ ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ“.

საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ ეტაპზე ექვს მატჩს გამართავს.
ისრაელი VS საქართველო | 4 აგვისტო
ესტონეთი VS საქართველო | 7 აგვისტო
ლიეტუა VS საქართველო | 10 აგვისტო
პოლონეთი VS საქართველო | 14 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო | 19 აგვისტო
ჩეხეთი VS საქართველო | 21 აგვისტო