ევრობასკეტი 2025 | გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალში პორტუგალია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ევრობასკეტის მეორე მერვედფინალში ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, გერმანიის ნაკრებმა პორტუგალია დიდი ანგარიშით, 85:58 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

გერმანიას პირველ ტაიმში ძალიან გაუჭირდა, მხოლოდ ორი სამქულიანი ჩააგდო და 31:32 დამარცხდა. თუმცა მესამე მეოთხედიდან როგორც დაცვაში, ისე შეტევაში თამაში გამოასწორა და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

გერმანელთა რიგებში დენის შროდერმა და ფრანც ვაგნერმა მატჩი 16-16 ქულით დაასრულეს, 15 ქულითა და 7 მოხსნით იყო გამორჩეული ისააკ ბონგა.

გერმანიის ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში იტალიასა და სლოვენიას შორის გამარჯვებული იქნება.