ევრობასკეტი 2025 | გერმანიის ნაკრებმა ლიეტუვა დიდი ანგარიშით დაამარცხა #1TVSPORT
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გერმანიამ ლიეტუვის ნაკრები 107:88 დაამარცხა.
გერმანიის ნაკრების რიგებში საუკეთესო 26 ქულით დენის შროდერი იყო, 24 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს, ხოლო 23 – დანიელ ტაისს. ლიეტუველთა შემადგენლობაში ყველაზე მეტი, 20 ქულა როკას იაკუბაიტისმა ჩააგდო.
აღნიშნული გამარჯვება გერმანიისთვის მიმდინარე ევრობასკეტზე მესამე იყო, ხოლო ლიეტუვის ნაკრები პირველად დამარცხდა. შესაბამისად, გერმანიის ნაკრები B ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
მოგვიანებით კიდევ ორი მატჩი ჩატარდება – მონტენეგრო ჯგუფის მასპინძელ ფინეთს შეხვდება, ხოლო დიდი ბრიტანეთი – შვედეთს.