ევრობასკეტი 2025 | ფიბა-მ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მატჩზე მსაჯების ვინაობა დაასახელა #1TVSPORT
ფიბა ევროპამ საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მატჩზე მსაჯების ვინაობა დაასახელა. შეხვედრას მეტიუ ლი კალიო (კანადა), გვიდას გედვილასი (ლიეტუვა) და ვენცისლავ ველიკოვი (ბულგარეთი) მოემსახურებიან.
მეტიუ ლი კალიო ის მსაჯია, რომელიც საქართველო-იტალიას უძღვებოდა და მისმა გადაწყვეტილებებმა საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გააღიზიანა, რის შემდეგაც ის მოედნიდან გააძევეს და ფულადი ჯარიმა დააკისრეს.
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩი საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას შორის თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.