ევრობასკეტი 2025 | ესპანეთის ნაკრებმა ბოსნია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების ორი მეტოქე დაუპირისპირდა – ესპანეთის ნაკრებმა ბოსნია 88:67 დაამარცხა.
ესპანელებმა თავიდანვე შეძლეს უპირატესობის მოპოვება და პირველი ტაიმი 14-ქულიანი სხვაობით 44:30 მოიგეს. სკარიოლოს გუნდმა მეორე ტაიმიც მაღალ დონეზე ჩაატარა და საბოლოოდ დამსახურებულად გაიმარჯვა – 88:67.
გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი სანტიაგო ალდამა იყო (19 ქულა, 5 მოხსნა), 10-ქულიანი ზღვარი კიდევ ორმა კალათბურთელმა გადალახა – ვილი ერნანგომესმა (16) და დარიო ბრიზუელამ (15). აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა ბოსნიას 15 სამქულიანი ჩაუგდო, თავის მხრივ, ბოსნიამ პერიმეტრიდან მხოლოდ სამი ზუსტი სროლა შეასრულა. ბოსნიელთაგან კენან კამენიასმა 14 ქულა მოაგროვა, ხოლო იუსუფ ნურკიჩმა – 10.
C ჯგუფში ორი მოგება აქვს საბერძნეთს და ჯგუფის ლიდერია, საქართველომ, ბოსნიამ, იტალიამ და ესპანეთმა კი თითო თამაში მოიგეს.
31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება (16:00), ესპანეთი – კვიპროსს (19:15), ხოლო ბოსნია იტალიას (22:30) დაუპირისპირდება.