ევრობასკეტი 2025 | დასახელდა იტალიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა #1TVSPORT
ევრობასკეტი 2025 | დასახელდა იტალიის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა #1TVSPORT

ევრობასკეტისთვის იტალიის ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია. იტალიელები ტურნირს ერთ-ერთი ლიდერის გარეშე ხვდებიან – სტეფანო ტონუტმა ბოლონიაში შეკრებისას კუნთის ტრავმა მიიღო და განაცხადში ვერ მოხვდა.

ევრობასკეტამდე იტალიის ნაკრები ამხანაგურ ტურნირზე, აკროპოლისის თასზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ლატვია და საბერძნეთი იქნებიან.

კონტინენტის პირველობაზე იტალია C ჯგუფში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მეტოქე იქნება. ამ გუნდების გარდა, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში საბერძნეთის, ესპანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და კვიპროსის ეროვნული გუნდები ითამაშებენ.

იტალიის ნაკრების 12-კაციანი განაცხადი ევრობასკეტისთვის:

დარიუს ტომპსონი („ვალენსია“), მარკო სპისუ („სარაგოსა“), დანილო გალინარი („ბაიამონი“), ნიკოლო მელი („ფენერბახჩე“), სიმონე ფონტეკიო („მაიამი ჰიტი“), ჯამპაოლო რიჩი („მილანო“), მატეო სპანიოლო („ბასკონია“), გაბრიელე პროჩიდა („რეალ მადრიდი“), სალიუ ნიანი („ვირტუსი“), მომო დიუფი („ვირტუსი“), ნიკოლა აკელე („ვირტუსი“), ალესანდრო პაიოლა („ვირტუსი“).