ევრობასკეტზე A და B ჯგუფებში ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ცნობილი გახდა ოთხი მერვედფინალური წყვილი. მატჩები 6 სექტემბერს გაიმართება.
13:00 თურქეთი-შვედეთი
16:15 გერმანია-პორტუგალია
19:30 ლიეტუვა-ლატვია
22:45 სერბეთი-ფინეთი
მერვედფინალის დარჩენილი ოთხი წყვილი C და D ჯგუფებში 4 სექტემბრის მატჩების შემდეგ დაკომპლექტდება.
პლეი ოფის ეტაპს სრულად ლატვიის დედაქალაქი რიგა უმასპინძლებს.