ევრობასკეტი 2022 | ყველაფერი ფინეთისა და საქართველოს დაპირისპირებაზე
ევრობასკეტი 2022 | ყველაფერი ფინეთისა და საქართველოს დაპირისპირებაზე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ესპოოს „მეტრო არენაზე“ ფინეთს დღეს, 28 ნოემბერს 21:30 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს ტელევიზიის პირველი არხი გადასცემს.

ჩვენი გუნდი საქართველოდან 24 ნოემბერს გაფრინდა. ფინეთში შეუერთდნენ თად მაკფადენი და გიორგი შერმადინი, ასევე მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გიორგიოს ლიმნაიტისი.

ბერძენი სპეციალისტი მანამდეც ამბობდა, შეკრებისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვსო და ფინეთში ჩასულს არაერთი თავსატეხი დახვდა.

 

მაკფადენის ტესტი

ესპოოს „მეტრო არენაზე“ 25 ნოემბერს დილის  11 საათზე დაგეგმილი ვარჯიში გაუქმდა, რადგან ჩამოსვლის დღეს კოვიდ 19-ზე ჩატარებული ტესტებიდან თად მაკფადენს პოზიტიური დაუფიქსირდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელ უკანახაზელს კორონავირუსი გადატანილი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ ესპანურ კლუბ „ბურგოსში“ არაერთი ტესტიც ჩაიტარა და მატჩებიც ითამაშა, თუმცა ვირუსის ამოუცნობი ბუნებისა თუ ტესტირების ხარვეზის გამო მაკფადენს ორი, საქართველოს ნაკრებს კი ერთი ვარჯიში გაუცდა.

თად მაკფადენს დილას განმეორებითი ტესტი ჩაუტარდა და სანამ პასუხი გაცხადდებოდა, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა, საქართველოს ნაკრების დელეგაცია სასტუმროში, მკაცრი კარანტინის პირობებში იმყოფებოდა.

 

შენგელიამაც ჩამოასწრო

ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 26 ნოემბერს მოსკოვში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ ევროლიგის მატჩი ითამაშა, 74:73 გაიმარჯვა და 15 ქულა ჩააგდო. თამაშის დასრულებისთანავე თოკომ ჩანთა ჩაალაგა და ფინეთისკენ გაფრინდა, სადაც საქართველოს ნაკრები ელოდა.

მგაზვრობასთან და ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა დროულად მოგვარდა და თორნიკე 27 ნოემბერს, საღამოს საქართველოს ნაკრებთან ერთად სავარჯიშოდ გამოვიდა.

 

ჩვენი ძალა წინა ხაზშია

საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი, როგორც ყოველთვის თავშეკავებულია:

„ფინელებს კარგად შეკრული გუნდი ჰყავთ. ისინი ამ ზაფხულსაც შეიკრიბნენ და საკონტროლო მატჩებიც გამართეს. ეცდებიან მაღალ ტემპში ითამაშონ და პერიმეტრიდან შემოგვიტიონ. ამისთვის კი ორგანიზებული დაცვაა საჭირო. ორგანიზებულ დაცვას კი შეთამაშება უნდა. გუნდის შესაკვრელად ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ფინეთთან საქართველოს ნაკრებს ბევრი დებიუტანტი ეყოლება, რომლებსაც არა აქვთ დრო შესათამაშებლად. თუმცა დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენენ. ჩვენი ამოცანა ფარქვეშიდან შეტევა იქნება, რადგან ევროპაში გამორჩეული წინახაზელები გვყავს.“

 

საქართველო-ფინეთი 2:3

საქართველო-ფინეთი 85:78
ფინეთი-საქართველო 87:79
ფინეთი-საქართველო 91:81
საქართველო-ფინეთი 77:76
საქართველო-ფინეთი 73:87

 

ფინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ დეტმანმა საქართველოსთან სათამაშოდ ეს თორმეტეული შეარჩია:

ფინეთის ნაკრები

4. მიკო კოივისტო 194სმ/1987 (ვილპასი, ფინეთი)

7. შაუნ ჰაფი 198/1984 (ჰელსინკი, ფინეთი)

9. სასუ სალინი 191/1991 (ტენერიფე, ესპანეთი)

12. მატი ნუუტინენი 200/1990 (კაარინა, ფინეთი)

14. ჰენრი კონტონენი 198/1997 (მორიენი, საფრანგეთი)

19. ელიას ვალტონენი 200/1999 (ტუბინგენი, გერმანია)

20. ალექსანდერ მადსენი 208/1995 (ვეფ რიგა, ლატვია)

21. ედონ მაქსუნი 186/1998 (პარნუ, ესტონეთი)

22. კარლ ლინდბუმი 206/1991 (ოსტროვი, პოლონეთი)

24. ააპელი ალანენი 201/1996 (კატაია, ფინეთი)

31. ჯამარ ვილსონი 185/1984 (კატაია, ფინეთი)

42. დანიელ დოლენცი 205/1993 (სვანსი, ავსტრია)

მწვრთნელი: ჰენრიკ დეტმანი (გერმანია)

დატოვე კომენტარი