ევრობასკეტი 2022 | თორნიკე შენგელია - ეს არ იყო მოგება კვალიფიკაციისთვის, ეს იყო გამარჯვება საქართველოსთვის

საქართველომ ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩიც მოიგო და ჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს.

შვეიცარიასთან 91:85 გამარჯვების შემდეგ ნაკების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მადლობა გადაუხადა თავის თანაგუნდელებსა და მწვრთნელებს:

„გამარჯვება შემთხვევით არ მოსულა – ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი კარგად გათვალა, სწორი ტაქტიკა შეარჩია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ჩემ და გიორგი შერმადინის წინააღმდეგ სამი მეტოქე მოდიოდა, რთული იყო, თუმცა სწორედ ამ დროს გაეხსნათ სივრცეები ახალგაზრდებს, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს. ევროპის ჩემპიონატზე გასულები ვართ, რადგან 2022 წლის ევრობასკეტი თბილისში იმართება. ეს არ იყო მოგება კვალიფიკაციისთვის, ეს იყო გამარჯვება საქართველოსთვის“.