ევრობასკეტი 2022 | თად მაკფადენი - ფინეთთან ურთულესი ბრძოლა გველის (ვიდეო)

ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ორ მატჩში ორი მოგება აქვს. ჩვენმა გუნდმა თებერვლის ფანჯარაში სერბეთი და შვეიცარია დაამარცხა.

ბელგრადში 94:90 გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკელმა გამთამაშებელმა თად მაკფადენმა, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო.

იგი ამჟამად ფინეთშია და საქართველოს ნაკრებთან ერთად ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ ემზადება.

„ეს არის შეხვედრა, რომლის მოგებისთვისაც ორივე გუნდი ემზადება. იოლი არ იქნება. ფინეთი ძლიერი ნაკრებია და ურთულესი ბრძოლა გველის“, – ამბობს ამერიკელი ლეგიონერი.