ევრობასკეტი 2022 | სერჯიო სკარიოლო – 4 შეცდომა დავუშვით, რაც შესანიშნავი შედეგია #1TVSPORT

23:17, 03.09.2022

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მეორე ტურში ესპანეთთან 64:90 დამარცხდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე სტუმართა მწვრთნელმა სერჯიო სკარიოლომ შეხვედრის ხასიათზე ილააპარაკა:

„საკმარისი დრო მივეცით სათადარიგოებს. მათი თამაშით კმაყოფილი ვარ. საქართველოს ნაკრებმა ტანმაღალი შემადგენლობა გამოიყვანა, მათ წინააღმდეგ ზოგი ჩემი კალათბურთელის თამაშით კმაყოფილი ვარ, ზოგით – არა. 23 პასი შევასრულეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ბურთი კარგად გავათამაშეთ. მხოლოდ 4 შეცდომა დავუშვით, რაც ასევე შესანიშნავი შედეგია. ხვალ ბულგარეთს ვეთამაშებით. სიმართლე გითხრათ, ერთმანეთის მიყოლებით ორი მატჩის გამართვას ნამდვილად არ ვემხრობი“.

ხუანჩო ერნანგომესი:

​დიდებული გამარჯვება იყო. დაცვაში კარგი თამაში ვუჩვენეთ. პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით. ახლა უკვე მომდევნო მატჩზე ვართ კონცენტრირებულები“.

მსგავსი